Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ბებუას 9 წელი მიუსაჯეს სეპარატისტული რეგიონის დროშის დაწვის და ამის "მძიმე შედეგებისთვის"     


ირაკლი ბებუა
ირაკლი ბებუა

საქართველოს მოქალაქეს, ირაკლი ბებუას, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გალის საქალაქო სასამართლომ ცხრა წლიანი პატიმრობა და ფულადი ჯარიმა მიუსაჯა.

მას ბრალი წაუყენეს სამი მუხლით: სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფისთვის, სხვისი ქონების განზრახ განადგურებისთვის ან დაზიანებისთვის, რასაც გაუფრთხილებლობის გამო შეიძლება მოჰყვეს ადამიანის სიკვდილი ან "მძიმე შედეგები" და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვისთვის.

სასამართლომ, რომელსაც დენის აშუბა თავმჯდომარეობდა, დამნაშავედ ცნო ბებუა და ჩადენილი დანაშულების ერთობლიობის შესაბამისად გამოიტანა განაჩენი, რომელსაც, როგორც ბებუას ადვოკატმა, აპოლონ გადელიამ განაცხადა, არ გაასაჩივრებენ. თვითონ ბრალდებულმა თავი დამნაშავედ ცნო ორ ბრალდებაში, საბრძოლო მასალის შენახვა მას არ უღიარებია.

ბებუამ, 30 სექტემბერს, როცა სეპარატისტული რეგიონი „დამოუკიდებლობის და გამარჯვების დღეს“, აღნიშნავდა, გალში, რაიონული კულტურის სახლის ფასადზე მიმაგრებული დროშა, რომელზეც სეპარატისტული რეგიონის დე ფაქტო სახელმწიფო სიმბოლოები იყო გამოსახული სცადა დაეწვა. მოგვიანებით, მის სახლში ჩხრეკისას, პოლიციამ ნახა ხელყუმბარა.

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ადრე განაცხადა, რომ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ ხელოვნურად გაუმკაცრა სასჯელი ბებუას.

დე ფაქტო რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს აპარატის ხელმძღვანელმა, ჯემალ გოგიამ, „ეხო კავკაზას“ შეკითხვაზე, თუ რატომ წაუყენეს ბებუას ბრალი მუხლის იმ ნაწილით, რომელიც „მძიმე შედეგებზე" ლაპარაკობს - დე ფაქტო სისხლის საამრთლის კოდექსის 164-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომელიც თავისუფლების აღკვეთის განსაკუთრებულად ხანგძლივ ვადას ითვალისწინებს, თქვა, რომ „რაც შეეხება „მძიმე შედეგებს“, ვფიქრობ ასეთია სახელმწიფო დროშის დაწვა იმ დღეს, როცა ქვეყანა აღნიშნავდა აფხაზი ხალხის გამარჯვებას 1992-1993 წლების სამამულო ომში. და ეს ფაქტი საზოგადოებამ მიიღო როგორც დროშის, დაღუპულების და გამარჯვებისთვის ვინც თავი დასდო, მათი შეურაცხყოფა“, თქვა ჯემალ გოგიამ იმის თაობაზე,

რადიო თავისუფლების რუსულენოვანი საიტის, „ეხო კავკაზას,“ თანახმად, აფხაზეთის დე ფაქტო კანონმდებლობით სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფა ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება, „ქონების განზრახ განადგურება ან დაზიანება - ოთხი წლიდან რვა წლამდე პატიმრობით, ხოლო საბრძოლო მასალების და იარაღის უკანონო შენახვა ორიდან ხუთ წლამდე ციხეს ითვალისწინებს.

ადვოკატმა აპოლონ გელედიამ განმარტა, რომ საერთო რეჟიმის კოლონიაში სასჯელის მოხდისას ერთი დღე ითვლება ორ დღედ. ამიტომ, გამოტანილი 9 წელიწადის შესაბამისად, რეალური ვადა ბებუასთვის 4 წელი და ექვსი თვეა.

ირაკლი ბებუას, ისევე როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უკანონო პატიმრობაში მყოფი, საქართველოს მოქალაქეების უპირობო გათავისუფლების საკითხი, მკაცრად დადგება მიმდინარე წლის 10-11 დეკემბერს დაგეგმილი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდზე“, - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG