Accessibility links

logo-print logo-print

აშშ მალე დაამტკიცებს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას, დღე-ღამეში სიკვდილიანობა იქ 2000 ადამიანამდეა


საგანგებო მაცივრები, რომლებშიც Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა ინახება

8 დეკემბერს აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 15 მილიონს გადააჭარბა, ქვეყნის მარეგულირებელი უწყებები ახლოს არიან COVID-19-ის ვაქცინის მოხმარებაზე სასწრაფო ნებართვის გაცემასთან.

ინფიცირების მხრივ სულ მცირე სამ შტატში აღრიცხულმა სარეკორდო მაჩვენებელმა მთლიანი რიცხვი 15 მილიონზე მეტი გახადა, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ინფორმაციით. ჯანდაცვის სფეროს მესვეურები კვლავ გამოდიან გაფრთხილებით, რომ აშშ-ს წინ რთული პერიოდი აქვს, თუმცა ქვეყნის მედიკამენტების მარეგულირებელმა ორგანომ ოპტიმისტური ცნობა გაავრცელა Pfizer-ისა და BioNTech-ის მიერ შემუშავებული ვაქცინის შესახებ. 10 დეკემბერს დანიშნულ შეხვედრაზე განიხილავენ, გასცენ თუ არა ვაქცინის გამოყენების სასწრაფო ნებართვა, მანამდე კი მომზადდა დოკუმენტები, რომლებიც ვაქცინის უსაფრთხოების და ეფექტიანობის შესახებ ეჭვებს არ შეიცავს. ჯანდაცვის საკითხების ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ნებართვა გაიცემა.

8 დეკემბერს ბრიტანეთი გახდა დასავლეთის პირველი სახელმწიფო, სადაც მასობრივი იმუნიზაცია დაიწყო Pfizer-BioNTech-ის ვაქცინით. ვაქცინის მიმღებთა პირველ ჯგუფში არიან ხანდაზმულები და პირები, რომლებსაც ინფიცირების მაღალი საფრთხე აქვთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG