Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო კორონავირუსის გავრცელებით მსოფლიოში პირველ ადგილზეა


საქართველო კორონავირუსის გავრცელებით მსოფლიოში კვლავ პირველ ადგილზეა. ინფორმაციას ადასტურებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძეც.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ქვეყანაში ვირუსის გავრცელებაზე გავლენას ახდენს თავყრილობები, უნიღბოდ სიარული და სოციალური დისტანციის არდაცვა.

"დავაზუსტებ, ბოლო ორი კვირის მანძილზე ვართ მსოფლიოში 100 ათას მოსახლეზე გავრცელებით პირველ ადგილზე... ​შეზღუდუვებიდან ორ კვირაში ვნახეთ, რომ ახალი შემთხვევების ზრდა აღარ გვაქვს. ამან გვაჩვენა, რომ მაშინ, როცა მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ გავრცელებით, ჩვენმა სისტემამ გაუძლო. კი, ხარვეზებით, მაგრამ ფაქტია, რომ გაუძლო და მეტს ვერ გაუძლებდა. პროგნოზები რადგანაც არსებობდა, ამიტომ დაწესდა შეზღუდვები", - განმარტა მან.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 178 953 შემთხვევა. ბოლო დღე-ღამეში კი დაინფიცირდა 4 570 პირი.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 3 045-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 148 332.

გასული 24 საათში განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 43 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1 657-მდე გაიზარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG