Accessibility links

logo-print logo-print

ბელარუსი 20 დეკემბერს საზღვრებს ჩაკეტავს. ოპოზიციის თქმით, მინსკი COVID-19-ს საბაბად იყენებს


ბელარუს-პოლონეთის საზღვარი.

ბელარუსი 20 დეკემბრისთვის რამდენიმე სახმელეთო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს ჩაკეტავს კორონავირუსის პანდემიის გამო. ეს შეამცირებს ხალხის მიმოსვლას პერიოდში, როცა ქვეყანა ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკანშენკას წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებითაა მოცული.

10 დეკემბერს იურიდიული ინფორმაციის ეროვნულმა საინტერნეტო პორტალმა გამოაქვეყნა მანამდე მთავრობის მიერ მიღებული რეზოლუცია ზომების შესახებ, რომლებშიც ასევე შედის ბელარუსელებისთვის მოგზაურობის აკრძალვა გარდა სამსახურებრივი და სასწავლო მიზნებისა. რეზოლუცია გამოქვეყნებიდან ათ დღეში შედის ძალაში.

ჯერჯერობით არ არის ნათელი, რამდენი ხნით იქნება საზღვრები ჩაკეტილი.

9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში თითქმის ყოველდღე ტარდება საპროტესტო გამოსვლები. მისი მონაწილეები ითხოვენ ლუკაშენკას გადადგომას, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ახალი არჩევნების დანიშვნას.

უკანასკნელი თვეების განმავლობაში უშიშროების ძალები სასტიკად გაუსწორდნენ დემონსტრანტებს. გაეროს თანახმად, 27 ათასზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს. ასევე მოიპოვება სანდო ინფორმაცია წამებისა და უდიერად მოპყრობის შესახებ. რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა.

ოპოზიციის ლიდერები, რომელთა თქმით, არჩევნების შედეგები გააყალბეს, აცხადებენ, რომ ლუკაშენკა COVID-19-ის გამო შექმნილ კრიზისს საბაბად იყენებს აქტივისტების საქმიანობისთვის ხელის შესაშლელად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG