"ქართული ოცნების" ახალი სახე, პიანისტი ელისო ბოლქვაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში სტაბილურობაა და ეს არის ამოსავალი წერტილი. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის შესვენებაზე განუცხადა.
"8 წელში გინდათ, ქვეყანა აშენდეს?! ომი რომ არ გვაქვს, არ ხართ კმაყოფილი? არ გაქვთ სტაბილურობა, ვინმე დაგესხათ თავზე?! ყველაზე ამოსავალი წერტილი სტაბილურობა არ არის?" - თქვა ბოლქვაძემ.
დღეს მე-10 მოწვევის პარლამენტი პირველ სხდომას მართავს. სხდომას არ ესწრებოდა ოპოზიციის არცერთი წარმომადგენელი. მათი დიდი ნაწილი უარს ამბობს მანდატებზე, რადგან მიაჩნიათ, რომ არჩევნები გაყალბდა.
დაწერეთ კომენტარი