Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა გადაწყვიტა გააფართოვოს სანქციები თურქეთის წინააღმდეგ


ევროკავშირმა გადაწყვიტა, გააფართოვოს სანქციები თურქეთის წინააღმდეგ მის მიერ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე წარმოებული ბურღვითი სამუშაობის გამო.


ამის თაობაზე ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარომადგენელმა, ბარენდ ლეიტსმა ტვიტერში დაწერა და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ევროკავშირის საბჭოს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება.


ამ გადაწყვეტილების კომენტირებისას, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი აღარ შეეგუება ანკარის "მადესტაბილიზებელ ქმედებებს“, - წერს „როიტერსი“.


სააგენტოს თანახმად, ახალი შეზღუდვები შეეხება თურქეთის რიგ ორგანიზაციებს და მოქალაქეებს. უფრო სერიოზული ზომების განხილვა მარტისთვის გადაიდო. საფრანგეთის ხელისუფლების წყარომ მომხდარს უწოდა ანკარასთან გაუარესებულ „სიტუაციაზე“ პასუხი.


საბერძნეთი უკმაყოფილოა ევროკავშირის მხრიდან გადაგმული არასაკმარისი ნაბიჯებით. ათენში დაჟინებით უჭერენ მხარს უფრო მკაცრ სანქციებს თურქეთის ეკონომიკის წინააღმდეგ. პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა, თავის ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ „საფრთხე ექმნება ნდობას ევროკავშირის მიმართ“.

ევროკავშირი თურქეთის მიმართ სანქციებზე დაფიქრდა მას შემდეგ, რაც თურქეთმა სადაზვერვო სამუშაოები ჩაატარა შავი ზღვის შელფზე მდებარე საბადოზე, რომელსაც საბერძნეთი და კვირპოსი თავიანთი ეკონომიკური ზონის გამორჩეულ ნაწილად მიიჩნევენ.


ანკარაში კი აცხადებენ, რომ სადავო რეგიონი თურქეთის კონტინენტურ შელფის ნაწილია ან კვირპოსელი თურქების ინტერესთა ზონას განეკუთვნება.

თურქეთი ენერგომატარებლების სამძებრო სამუშაოებს ატარებს შავ ზღვასა და ხმელთაშუა ზღვაში, სადაც სადავო წყლებში მისი საქმიანობა პროტესტს იწვევს საბერძნეთისა და კვიპროსის მხრიდან.

ერდოანმა თქვა, რომ თურქეთი დააჩქარებს სამუშაოებს ხმელთაშუა ზღვაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG