Accessibility links

site logo site logo

პოლიციამ კონსპირაციულად მოქმედი ღამის კლუბი დახურა


შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ დახურა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, გალაკტიონის ხიდის ქვეშ მდებარე ღამის კლუბი, რომელიც კოვიდ-19-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართულ წესებს არღვევდა.


პოლიცია აცხადებს, რომ ხმის ჩამწერი სტუდიის სახელით შენიღბული კლუბი ნოემბერში ორჯერ დააჯარიმეს 10-10 ათასი ლარით, თუმცა კომპანია, ჯარიმისგან თავის ასარიდებლად, სახელს იცვლიდა და აგრძელებდა საქმიანობას.


გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით, რაც იზოლაციის და კარანტინის წესის განმეორებით დარღვევას გულისხმობს. განმეორებითი სამართალდარღვევა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG