Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელენე ნიჟარაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება მიზანმიმართულად აზვიადებს ISFED-ის დაშვებულ შეცდომას


„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” (ISFED) აღმასრულებელმა დირექტორმა ელენე ნიჟარაძემ განაცხადა, რომ მისი ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ პარალელური დათვლაში გამოვლენილი ხარვეზი არსებითი არ არის და ის იმდენად მცირეა, რომ არც ერთი პარტიის მანდატების რაოდენობაზე არ ახდენს გავლენას. ხელისუფლება კი ცდილობს, ეს შეცდომა გააზვიადოს და მოსახლეობას მიზანმიმართულად მიაწოდოს არასწორი ინფორმაცია.

„TV პირველის“ ეთერში სტუმრობისას ელენე ნიჟარაძემ თქვა, რომ არჩევნების ჩატარებისას რეალური პრობლემები სხვა იყო. „ეს არის დისპროპორცია უბნების 8%-ზე, რის გამოც ხმების გადათვლას ვითხოვდით, რათა დადგენილიყო, ეს ტექნიკური შეცდომა იყო თუ მოხდა არჩევნების გაყალბება. ასევე პრობლემაა ის, რომ საჩივრების განხილვა არ მოხდა, რომ კარუსელებს ჰქონდა ადგილი, რაც პირდაპირ არჩევნების გაყალბებაზე მიუთითებს და ეს არ არის ტექნიკური შეცდომა“, - განაცხადა ISFED-ის ხელმძღვანელმა.

11 დეკემბერს „სამართლიანმა არჩევნებმა“, განაცხადა, რომ გამოავლინა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში, რომლის გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა შეიცვალა. ISFED-ის პარალელური დათვლით „ოცნების” მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა 45.8% იყო, კორექტირების შემდეგ ის 47.6% გახდა. სხვაობა 1.8%-ს შეადგენს.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანმა ირაკლი კობახიძემ კი 12 დეკემბერს თქვა, რომ პარალელური დათვლის შედეგების დაზუსტების შემდეგ, „სამართლიანი არჩევნების“ მონაცემები დაემთხვა ცესკოსას და ამან კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ყოველგვარი საუბარი არჩევნების გაყალბებაზე მტკნარი სიცრუე და სპეკულაციაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG