Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთ კვირაში მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირდა 4 მილიონზე მეტი ადამიანი

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის(WHO) მონაცემებით, გასული ერთი კვირის განმავლობაში, 7-13 დეკემბერს მსოფლიოში აღირიცხა კორონავირუსის 4 329 927 შემთხვევა, რაც წინა ერთი კვირის მაჩვენებელზე 4%-ით მეტია. გასულ კვირაში COVID-19-ით გარდაიცვალა 75 038 ადამიანი. წინა კვირასთან შედარებით, ლეტალობის მაჩვენებელი 1%-ითაა გაზრდილი.

საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, პანდემია ყველაზე მძიმე ტვირთად აწევს ევროპას და ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას და მათზე მოდის მსოფლიოში აღრიცხული, ინფიცირების ახალი შემთხვევების 85% და გარდაცვალების 86%.

ჰოპკინსის უნივერსიტეტის და მკვლევრების საერთაშორისო ჯგუფ worldometers-ის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით უკვე დაინფიცირდა 73 მილიონზე მეტი ადამიანი და 1.6 მილიონზე მეტი გარდაიცვალა.

კატეგორიები
XS
SM
MD
LG