Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Human Rights Watch-ი: აზერბაიჯანის ჯარებმა ქალაქ შუშაში გამიზნულად ესროლეს სომხურ ტაძარს


ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაცია Human Rights Watch-მა (HRW), რომელსაც ნიუ-იორკში უდევს ბინა, განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ჯარებმა ახლახან მთიანი ყარაბაღის ქალაქ შუშაში იერიში მიიტანეს სომხურ ეკლესიაზე. ორგანიზაციის თანახმად, ვითარება ისე გამოიყურება, რომ ეს გაკეთდა გამიზნულად, რაც ომის კანონების დარღვევაა.

სომხეთმა აზერბაიჯანს ბრალი დასდო, რომ მისმა ჯარებმა 8 ოქტომბერს დაბომბეს მაცხოვრის ტაძარი, რომელიც შუშაში სტრატეგიულ მაღლობზე მდებარეობს.

ქალაქის მაცხოვრებელთა თქმით, ღაზანჩეცოცის ტაძრის ექსტერიერიც და ინტერიერიც დაზიანდა, როცა რამდენიმე საათის განმავლობაში მასზე ორჯერ მიიტანეს იერიში.

XIX საუკუნის ტაძარი სომხეთის სამოციქულო ეკლესიას ეკუთვნის.

Human Rights Watch-ის 16 დეკემბრის განცხადებაში ნათქვამია, რომ ორი სხვადასხვა იერიში „მიანიშნებს, რომ ეკლესია, რომელიც კულტურული მნიშვნელობის სამოქალაქო ობიექტია, საგანგებოდ იქნა მიზანში ამოღებული მიუხედავად რაიმე საბუთისა, რომ ის სამხედრო მიზნით გამოიყენებოდა.“

Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორის, ჰიუ უილიამსონის თქმით, უნდა ჩატარდეს ამ იერიშების დამოუკიდებელი გამოძიება და დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ.

XS
SM
MD
LG