Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი: მე რომ ვყოფილიყავი საქართველოში „ნაციონალური მოძრაობა“ აიღებდა მინიმუმ 50%-ს


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულის" ეთერში ილაპარაკა 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შესახებ.როგორც სააკაშვილი ამბობს, საქართველოში, რომ ყოფილიყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გაცილებით უკეთეს შედეგს აჩვენებდა.

„ძალიან ვამაყობ „ნაციონალური მოძრაობით“. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არა მხოლოდ ამომრჩევლის ნდობა მოიპოვა, არამედ იმ პირობებში, როდესც ამხელა ზეწოლა იყო და ჩვენი პარტიის მისამართით რეპრესია განხორციელდა, ყველანაირი ობიქტური ეგზიტპოლით 35%-ზე მეტი აიღო. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აიღო ოპოზიციური ხმების ძირითადი ნაწილი. მე რომ ვყოფილიყავი საქართველოში „ნაციონალური მოძრაობა“ აიღებდა მინიმუმ 50%-ს. ეს ყველამ ძალიან კარგად იცის და ამიტომაც არ მიშვებენ საქართველოში. ასე რომ, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ძალიან კარგ ფორმაში, ჩვენ გამარჯვებული ვართ დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად ბოლო საპარლამენტო არჩევნების“, - თქვა სააკაშვილმა.

15 დეკემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დატოვა თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ. მან ერთერთ მიზეზად დაასახელა პარტიული სტრატეგიის არარსებობა.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკმა ენმ - „ძალა ერთობაშია" ოფიციალური შედეგებით მიიღო 27,18% (523 127 ხმა). ის არ ცნობს შედეგებს და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.

დღეს, 16 დეკემბერს, საარჩევნო ბლოკის ყველა დეპუტატმა მიმართა პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG