Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელისო ბოლქვაძე: როდესაც მოცარტი და ბეთჰოვენი გაჟღერდება პარლამენტის კედლებში, ვფიქრობ, მას მეტი სულიერება ექნება


ელისო ბოლქვაძე
ელისო ბოლქვაძე

„ქართული ოცნების" დეპუტატმა, პიანისტმა ელისო ბოლქვაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში თქვა, რომ პარლამენტში შეიძლება შეიძინონ ფორტეპიანო, რომელზეც თავად დაუკრავს.

„ნაციონალური მოძრაობის" წევრმა შემომითვალა, რომ კარგი იქნებოდა თუ მე ფორტეპიანოზე დავუკრავდი. ფორტეპიანოზე დაკვრა სხვათა შორის, ძალიან კარგი იდეაა. ვფიქრობ, რომ პარლამენტში შეიძლება, თუ არ არის ინსტრუმენტი, შეიძინონ და ამაზე ვიფიქროთ და მეც დავუკრავ. უკეთესია, როდესაც მოცარტი და ბეთჰოვენი გაჟღერდება პარლამენტის კედლებში, მე ვფიქრობ, რომ მას მეტი სულიერება ექნება და მეტი ჰარმონია შემოვა ისეთ საკანონმდებლო ორგანოში, როგორიც არის პარლამენტი", - ამბობს ელისო ბოლქვაძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG