Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა „აშშ-ის სპეცსამსახურების მასალების ლეგალიზება“ უწოდა ნავალნის მოწამვლის საქმეზე ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებას


ვლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „ბერლინის კლინიკაში“ მყოფ პაციენტად მოიხსენა რუსეთის ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი, ხოლო მისი მოწამვლის საქმეში რუსეთის ეფ-ეს-ბე-ს თანამშრომელთა მონაწილეობის შესახებ გამოქვენებულ საერთაშორისო ჟურნალისტურ გამოძიებას, რუსეთის ლიდერმა უწოდა „აშშ-ის სპეცსამსახურების მასალების ლეგალიზაცია".


„რაც შეეხება პაციენტს ბერლინის კლინიკაში... მე ვიცი, პესკოვი მხოლოდ გუშინ მომიყვა ბოლო მონაგონზე ჩვენი სპეცსამსახურების თანამშრომლებთა მონაცემებზე და ასე შემდეგ. მომისმინეთ, ჩვენ შესანიშნავად გვესმის, თუ რასთან გვაქვს საქმე. როგორც პირველ, ისე ამ შემთხვევაში არავითარი გამოძიება ეს არ არის, ეს არის აშშ-ის სპეცსამსახურების მასალების ლეგალიზაცია. ჩვენ რა არ ვიცით, რომ ისინი თვალს ადევნებენ ლოკაციას? ჩვენ სპეცსამსახურებს ეს ძალიან კარგად ესმით და ძალინ კარგად იციან ამის თაობაზე! იციან ეფ-ეს-ბე-ს და სხვა სპეციალური ორგანოების თანამშორმლებმა. და ისინი ტელეფონებით სარგებლობენ იქ, სადაც საჭიროდ მიაჩნიათ ისე, რომ არ დამალონ თავიანთი ადგილმდებარეობა. თუ ეს ასეა და მე გარწმუნებთ, რომ ასეა, - ეს ნიშნავს, რომ ბერლინის კლინიკაში მყოფი ეს პაციენტი, მოცემულ შემთხვევაში, აშშ-ის სპეცსამსახურების მხარდაჭერით სარგებლობს“, - განაცხადა პუტინმა, 17 დეკემბერს გამართულ ტრადიციულ, მისი პრეზიდენტობის პერიოდში რიგით მე-16 პრესკონფერენციაზე.

ვლადიმირ პუტინის თქმით, ზემოხსენებული მოსაზრებიდან გამომდინარე რუსეთის სპეცსამსახურები მართებულად ადევნებდნენ თვალს ნავალნის, რომელსაც პუტინი თავის სახლით არასოდეს მოიხსენიებს. „ეს, ცხადია, არ ნიშნავს, რომ ის უნდა მოწამლონ. ვის რაში სჭირდება (იცინის) ...რომ სდომებოდათ ალბათ საქმეს ბოლომდე მიიყვანდნენო“, - დასძინა ვლადიმირ პუტინმა.

14 დეკემბერს კომპანია Bellingcat-ისა და რამდენიმე მედიასაშუალების მიერ ერთობლივად ჩატარებულმა გამოძიებამ გამოავლინა მტკიცებულებები, რომლებიც, ორგანიზაციების თქმით, აჩვენებს, რომ რუსეთის ოპოზიციის ლიდერი, ალექსეი ნავალნი ახლახან რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (ეფესბემ) მოწამლა.

„ტელეკომუნიკაციების და მოგზაურობის ბევრი მონაცემის“ შესწავლით, გამოძიება - რომელშიც მონაწილეობდა რუსეთის საგამოძიებო ვებსაიტი Insider-ი, და ასევე ჩართულნი იყვნენ Der Spiegel-ი და CNN-ი - აჩვენებს, რომ 2020 წლის აგვისტოში, ციმბირის ქალაქ ტომსკში ნავალნის მოწამვლის აქტი სულ მცირე 2017 წლის დასაწყისიდან იგეგმებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG