Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში გრძელდება კიბერთავდასხმები სამთავრობო უწყებების წინააღმდეგ

უკანასკნელ დღეებში აშშ-ის სამთავრობო უწყებების წინააღმდეგ კიბერშეტევები განხორციელდა. მაშინ, როცა ამ გარემოებებს იძიებენ, კიბერშეტევები გრძელდება. ასეთი განცხადება გააკეთეს აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI), რომელიც პასუხისმგებელია ინფრასტრუქტურის კიბერუსაფრთხოებისთვის, და დაზვერვის ეროვნული ბიუროს დირექტორის ბიურომ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ FBI აგროვებს ინფორმაციას, რათა გამოიძიოს, ვინ დგას კიბერთავდასხმების უკან და პასუხი აგებინოს დამნაშავეს. რამდენიმე უწყებამ კიბერთავდასხმების წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნა ერთობლივი ცენტრი.

როგორც იტყობინებიან, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა რობერტ ო’ბრაიენმა შეწყვიტა ევროპაში მოგზაურობა და ვაშინგტონში დაბრუნდა.

განცხადებაში არ არის ნათქვამი, ვინ დგას კიბერთავდასხმების უკან. ადრე Reuters-ი და სხვა მედიასაშუალებები ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იტყობინებოდნენ, რომ საქმე ეხება რუს ჰაკერებს. ამასთან, კიბერთავდასხმების მოცულობა და ტექნიკური დონე საშუალებას იძლევა ვივარაუდოთ, რომ ისინი სახელმწიფო სტრუქტურებთან არიან დაკავშირებული.

კონკრეტულად რომელი უწყებების წინააღმდეგ განხორციელდა თავდასხმები, ოფიციალურად არ იტყობინებიან. მაგრამ პრესაში გავრცელდა ცნობები, რომ საქმე ეხება ფინანსთა და ვაჭრობის სამინისტროებს.

XS
SM
MD
LG