Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მელიას თქმით, უკმაყოფილება შეიძლება გადაიზარდოს "მშვიდობიან რევოლუციაში"


"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ნიკა მელია, რომელიც ოპოზიციური პარტიების შეხვედრაზე იყო, ამბობს, რომ კვლავ ორი გეგმა არსებობს - ან დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, ან გაგრძელდეს მშვიდობიანი აქციები.

"როდესაც ყველა ინსტიტუტს აუქმებ, ერთი კაცის პარლამენტი გაქვს, ნუ, სასამართლო სისტემა აღარ არსებობს. არცერთი სახელმწიფო შტო და სახელმწიფო აღარ ფუნქციონირებს - ის პროტესტი, რომელიც საზოგადოებაში არსებობს და აზვირთდება, ბუნებრივია, ეს პროტესტი გადაიზრდება უკმაყოფილებაში. გადაიზრდება და ტრანსფორმირდება მათ შორის, დიახაც, მშვიდობიან რევოლუციაში", - თქვა მელიამ.

ოპოზიციურმა პარტიებმა კიდევ ერთი შეხვედრა დაასრულეს "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში. ისინი კვლავ აგრძელებენ შეხვედრებსა და სამომავლო გეგმებზე საუბარს, თუმცა არა კონკრეტულ დეტალებზე. ისინი არ აღიარებენ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს და უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე. მათმა ნაწილმა პარლამენტს შესაბამისი მოთხოვნით უკვე მიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG