Accessibility links

logo-print logo-print

ილჰამ ალიევი თვლის, რომ მთიან ყარაბაღზე ლაპარაკი უკვე წარსულ დროში შეიძლება


ილჰამ ალიევი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (СНГ) წევრი ქვეყნების მეთაურთა საბჭოს ვიდეოშეკრებაზე, 2020 წლის 18 დეკემბერი.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე ლაპარაკი ახლა უკვე მხოლოდ წარსულ დროში შეიძლება, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (СНГ) წევრი ქვეყნების მეთაურთა საბჭოს ვიდეოშეკრებაზე. „სრულად ვეთანხმები ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინს იმაში, რომ როცა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე ვლაპარაკობთ, უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რაც იყო წარსულში. ეს უკვე ისტორიაა“, თქვა მან. ალიევმა გააფრთხილა „რევანშისტული ძალები სომხეთში“ ყარაბაღის შესახებ სამმხრივი განცხადების გადასინჯვის შესახებ.

მან რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, განცხადებას ყარაბაღის შესახებ უწოდა „მნიშვნელოვანი სიგნალი“ იმ ძალების მიმართ, რომლებსაც სურთ ხელი შეუშალონ სამმხრივი შეთანხმების შესრულებას.

პუტინმა 17 დეკემბერს განაცხადა, რომ საერთაშორისო სამართლით, ყარაბაღი აზერბაიჯანი საკუთრებაა. ის არ თვლის, რომ მთიანი ყარაბაღის გარშემო კონფლიქტი კვლავ გაჩაღდა რომელიმე გარე ძალის ჩარევით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG