Accessibility links

site logo site logo

სომხეთში გლოვობენ ყარაბაღის კონფლიქტში დაღუპულებს


პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი სამგლოვიარო მსვლელობას შეუერთდა.

სომხეთში დაიწყეს ოფიციალური გლოვა პატივის მისაგებად იმ ადამიანთა ხსოვნისთვის, რომლებიც დაიღუპნენ ექვსი კვირის განმავლობაში მიმდინარე ბრძოლაში აზერბაიჯანის ძალებთან, აზერბაიჯანის სეპარატისტული რეგიონის, მთიანი ყარაბაღის გარშემო.

კორონავირუსისგან თავის დასაცავად სახეზე ნიღბით და დაცვით გარშემორტყმული პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ერევნის ცენტრში ათასობით მოქალაქეს შეუერთდა სამგლოვიარო მსვლელობაში.

სომხეთის პოლიტიკურმა ოპოზიციამ წინა საღამოს გამართა სამგლოვიარო მსვლელობა, რომელშიც ასევე ბევრმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა.

ფაშინიანს მწვავე კრიტიკა შეხვდა მას შემდეგ, რაც დათანხმდა აზერბაიჯანთან მოსკოვის შუამავლობით 10 ნოემბერს მიღწეულ შეთანხმებას. ფაშინიანის ოპონენტებს სურთ ის გადადგეს, რადგან, მათი თქმით, ფაშინიანმა მარცხი განიცადა კონფლიქტის შედეგით - რომელმაც აზერბაიჯანს დაუბრუნა 1990-იანი წლების შემდეგ სომხების კონტროლის ქვეშ მყოფი ბევრი ტერიტორია.

დაღუპული ჯარისკაცების დედების ნაწილი აცხადებდა, რომ ფაშინიანს არ მისცემდა საშუალებას მისულიყო პანთეონში, რომელიც დედაქალაქის შემოგარენში, გორაზე მდებარეობს და სადაც კონფლიქტში დაღუპული სომხები არიან დაკრძალული.

ფაშინიანის კრიტიკოსები 19 დეკემბერს აქციის გამართვას გეგმავენ, სადაც კიდევ ერთხელ გამოვლენ მისი გადადგომის მოწოდებებით.

5,600-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის სამოქალაქო პირები დაიღუპა შეტაკებებში, რომლებიც სექტემბრის ბოლოს დაიწყო და კონფლიქტში რეგიონული მოთამაშეების, რუსეთის და თურქეთის ჩართვის საფრთხე შექმნა,

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG