Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვეიცარიამ ნებართვა გასცა Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის ფართოდ გამოყენებაზე


შვეიცარიის მარეგულირებელი ორგანო, Swissmedic-ი, 19 დეკემბერს გახდა მორიგი უწყება, რომელმაც უფლება გასცა Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ფართოდ გამოყენებაზე. უწყება დასძენს, რომ შვეიცარია იქნება პირველი ქვეყანა, სადაც ნებართვა გაიცა ვაქცინის არაგადაუდებელ მოხმარებაზე.

ყველა ნებართვა, რომლებიც აქამდე გაიცა - ჯერ ბრიტანეთში, შემდეგ აშშ-ში და სხვაგან - ითვალისწინებდა საგანგებო, დროებით მოხმარებას ვირუსთან საბრძოლველად. შვეიცარიის მარეგულირებელი ორგანოს თქმით, დოკუმენტაციის განხილვით გამოჩნდა, რომ ვაქცინა, მეორე ინექციიდან ერთ კვირაში, 90 პროცენტზე მეტი ეფექტიანობისაა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში.

ახალმა კორონავირუსმა მსოფლიოს გარშემო 76 მილიონამდე ადამიანი დააავადა და თითქმის 1,7 მილიონი იმსხვერპლა.

რუსეთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც აგვისტოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა, თუმცა მან ეს გააკეთა მანამ, სანამ დასრულდებოდა ფართომასშტაბიანი სამედიცინო ცდები და, ამდენად, რუსეთის ნაბიჯებს ჯანდაცვის ბევრი ექსპერტი სარისკოდ მიიჩნევს. ჩინეთმა შიდაწარმოების სამი ვაქცინა დაამტკიცა სასწრაფო წესით გამოსაყენებლად.

18 დეკემბერს კომპანია Moderna-ს მიერ შემუშავებული ვაქცინა გახდა მეორე პრეპარატი, რომელმაც აშშ-ში მიიღო სასწრაფო წესით გამოყენების უფლება - მას შემდეგ, რაც აშშ-მა უკვე გასცა ნებართვა Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მოხმარებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG