Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოში მანდატი 2 წლით გაუხანგრძლივდა


ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოში მანდატი 2 წლით გაუხანგრძლივდა. მანდატის მოქმედების ვადად 2022 წლის 14 დეკემბერი განისაზღვრა.

ევროკავშირის საბჭომ გადაწყვეტილება აღნიშნულის შესახებ 3 დეკემბერს მიიღო. ამავე გადაწყვეტილებით, საბჭომ 2020 წლის 15 დეკემბრიდან 2022 წლის 14 დეკემბრამდე პერიოდისთვის მისიას 44.8 მლნ ევროს ოდენობის ბიუჯეტი გამოუყო.

ევროკავშირის შეუიარაღებელი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისია საქართველოში 2008 წლის სექტემბერში გამოიგზავნა, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის შუამავლობით ხელი მოეწერა ექვს პუნქტიან შეთანხმებას, აგვისტოს ომის დასრულების შესახებ. მისიის მიზანია საომარი მოქმედებების განახლების თავიდან აცილების უზრუნველყოფა, კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის აღდგენა და ურთიერთობების ნორმალიზება, თუმცა ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები მისიის მონიტორებს დღემდე არ აძლევენ მათი კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე შესვლის უფლებას.

მისიაში ევროკავშირის სხვადასხვა წევრი ქვეყნიდან 200-მდე დამკვირვებელი მუშაობს. მისიას 2020 წლის მარტიდან ს მარეკ შჩიგელი ხელმძღვანელობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG