Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუტაციის შედეგად ვირუსის უფრო სწრაფად გავრცელების ფონზე, ბრიტანეთი ამკაცრებს შეზღუდვის ზომებს


ბორის ჯონსონი
ბორის ჯონსონი

ბრიტანეთში შეშფოთებას იწვევს კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც სწრაფად ვრცელდება. ამ ფონზე პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა 19 დეკემბერს გამოაცხადა გავრცელების შეზღუდვისკენ მიმართული კიდევ უფრო მკაცრი წესები, რომლებიც ლონდონსა და ინგლისის სხვა ადგილებში ამოქმედდება და 16 მილიონზე მეტ ადამიანს შეეხება.

ვირუსის მუტაცია პირველად სექტემბრის შუა რიცხვებში აღმოაჩინეს, ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთში და მას შემდეგ ის ვირუსის დომინანტურ ფორმად იქცა ლონდონში და ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთის რეგიონებში.

ჯონსონი და ბრიტანელი მეცნიერები აცხადებენ, რომ ვირუსის ახალი ვარიანტი ორიგინალურ ვერსიასთან შედარებით დაახლოებით 70 პროცენტით უფრო სწრაფად ვრცელდება. თუმცა, ეპიდემიოლოგების თქმით, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ის სიცოცხლისთვის უფრო საშიშია, ან დაავადების უფრო მძიმე ფორმას იწვევს. მეცნიერების აზრით, ვაქცინები ახალი ვარიანტის მიმართაც ისევე ეფექტიანი იქნება.

XS
SM
MD
LG