Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსის 824 ახალი შემთხვევაა


გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 46 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 2140-მდე გაიზარდა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში ჩატარებული 4811 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 824 შემთხვევა. კვირა დღეს, სხვა დღეებთან შედარებით ტესტირების მაჩვენებელი საგრძნობლად იკლებს.

შედარებისთვის: 20 დეკემბერს, 24 საათში ჩატარებული 9 812 ტესტირებიდან გამოვლინდა კორონავირუსის 1 731 შემთხვევა, 19 დეკემბერს 18 824 ტესტიდან 2 904 შემთხვევა და 18 დეკემბერს 16 870 ტესტირებიდან 2635 შემთხვევა.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 209 462 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 4227-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 184 668.

24 საათში ერთხელ აღრიცხული ახალი შემთხვევების და გარდაცვალების ოფიციალური სტატისტიკა დეკემბერში

  • 1 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 3 759. გარდაცვლილი 36;
  • 2 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4 033. გარდაცვლილი 39;
  • 3 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4 260, გარდაცვლილი 45;
  • 4 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 5 068. გარდაცვლილი 38;
  • 5 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 5 450. გარდაცვლილი 37;
  • 6 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4 321. გარდაცვლილი 42;
  • 7 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 2 501. გარდაცვლილი 36;
  • 8 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4 673. გარდაცვლილი 36;
  • 9 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4 734. გარდაცვლილი 38;
  • 10 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4 570. გარდაცვლილი 43;
  • 11 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4 146. გარდაცვლილი 37;
  • 12 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 3 907. გარდაცვლილი 50;
  • 13 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 2 720. გარდაცვლილი 46;​
  • 14 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 1 337. გარდაცვლილი 49;
  • 15 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 3 837. გარდაცვლილი 44;
  • 16 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 3 487. გარდაცვლილი 39;
  • 17 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 2 981. გარდაცვლილი 31;
  • 18 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 2 635. გარდაცვლილი 49;
  • 19 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 2 904. გარდაცვლილი 53;
  • 20 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 1 731. გარდაცვლილი 39;
  • 21 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 824. გარდაცვლილი 46;
  • 22 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 3 064. გარდაცვლილი 42;
  • 23 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 2 345. გარდაცვლილი 51;
  • 24 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 1 972. გარდაცვლილი 43;
  • 25 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 1 881. გარდაცვლილი 37;
  • 26 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 1 784. გარდაცვლილი 39;
  • 27 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 1 097. გარდაცვლილი 25;
  • 28 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 538. გარდაცვლილი 41.
  • 29 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 2012. გარდაცვლილი 25.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG