Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა 28 წლის ორსული ქალი ქობულეთის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად  


ორი ადამიანი გარდაიცვალა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. ერთ-ერთი მათგანი არის 28 წლის ორსული ქალი.

კლინიკა „ბაუში“ რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ქალი უმძიმეს მდგომარეობაში, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმებით დღის 15:00 საათიდან 16:00 საათამდე შეიყვანეს. მას სასწრაფოდ უტარდებოდა ოპერაცია, რომლის დროსაც გარდაიცვალა. ვერც 30 კვირამდე ნაყოფის გადარჩენა მოხერხდა.

ავარიის დროს ადგილზე გარდაიცვალა მეორე დაზიანებულ ავტომანქანაში მყოფი კაცი. ქალთან ერთად მანქანაში იმყოფებოდნენ მისი მამა და ქმარი. მათ ავტოავარიის შედეგად მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG