Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებებისთვის დრო იწურება


ბრექსიტის თაობაზე ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მთავარი წარმომადგენლები მიშელ ბარნიე (მარჯვნივ) და დეივიდ ფროსტი.
ბრექსიტის თაობაზე ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მთავარი წარმომადგენლები მიშელ ბარნიე (მარჯვნივ) და დეივიდ ფროსტი.

დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი 21 დეკემბერს განაგრძობენ მოლაპარაკებებს მას შემდეგ, რაც მხარეებმა გასული კვირის ბოლოს ვერ შეძლეს შეთანხმების მიღწევა ბრექსიტის შემდგომ პერიოდში ვაჭრობის შესახებ. მოლაპარაკებებში ევროკავშირისა და ბრიტანეთის მთავარი წარმომადგენლები, მიშელ ბარნიე და დევიდ ფროსტი 20 დეკემბერს შეხვდნენ ერთმანეთს ბრიუსელში, მაგრამ, რვათვიანი მოლაპარკებების მიუხედავად, კვლავაც გადაუჭრელი რჩება საკვანძო მნიშვნელობის საკითხები.

ორ კვირაზე ნაკლებ დროში ბრიტანეთი დაასრულებს ევროკავშირიდან გასვლის პროცესს და აღარ იქნება დამოკიდებული ევროკავშირის სავაჭრო წესებზე. გადაუჭრელ საკითხთაგან ერთ-ერთი ყველაზე უფრო მწვავეა თევზჭერის უფლებები.

ევროპარლამენტმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები 21 დეკემბერს უნდა დასრულდეს, რათა მისი რატიფიცირება მოახერხოს 31 დეკემბრამდე.

დიდმა ბრიტანეთმა 2020 წლის 31 იანვარს დატოვა ევროკავშირი, მაგრამ წლის ბოლომდე რჩება ევროკავშირის უტარიფო ვაჭრობისა და საბაჟო კავშირის ზონაში.

თუკი ქვეყანა გარდამავალი პერიოდის დასრულებისთვის ვერ მოახერხებს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მიღწევას, 1 იანვრიდან ორი მხარე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წესების მიხედვით აწარმოებს ერთმანეთს შორის ვაჭრობას, რომლის მოცულობა წელიწადში დაახლოებით 1 ტრილიონი დოლარია. საქონელზე შესაძლოა ტარიფები დაწესდეს, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ფასებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG