აშშ-მა ბრალი წაუყენა ლიბიის მოქალაქეს, რომელიც ეჭვმიტანილია იმ ბომბის აწყობაში, რომელმაც 1988 წელს შოტლანდიაში, ლოკერბის თავზე ააფეთქა აშშ-ისკენ მიმავალი თვითმფრინავი.
21 დეკემბერს გამოქვეყნებულ ბრალდებაში ნახსენებია ეჭვმიტანილი აბუ აგილა მოჰამად მასუდი, რომელიც ამჟამად ლიბიაში იმყოფება პატიმრობაში. მას ბრალად ედება 1988 წელს კომპანია Pan Am-ის თვითმფრინავის აფეთქებაში, რასაც ემსხვერპლა 270 ადამიანი, მათ შორის 190 ამერიკელი.
აშშ-ის ხელისუფლება ცდილობს მიაღწიოს მასუდის აშშ-ში ექსტრადიციას, რათა იქ გაასამართლონ ის. აშშ-ის გენერალური პროკურორის, ბილ ბარის თქმით, „არის იმის ძალზე კარგი პერსპექტივა“, რომ ლიბიის მთავრობა მას აშშ-ს გადასცემს. აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს პრესრელიზში ნათქვამია, რომ მასუდი ლიბიის უშიშროების სამსახურის თანამშრომელი იყო და ბომბების დამზადებაზე მუშაობდა. მის წინააღმდეგ ბრალდება ლოკერბის ტრაგედიიდან 32-ე წლისთავზე გამოცხადდა.