Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდ ქალაქებში მოლები 24 დეკემბრიდან სპეციალური წესებით გაიხსნება


2 დღეში დიდ ქალაქებში სავაჭრო ცენტრები, მოლები და მაღაზიები სპეციალური წესებით გაიხსნება. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

წესები, რომელსაც სავაჭრო ცენტრები უნდა აკმაყოფილებდნენ:

  • მაღაზიების სამუშაო საათები განისაზღვრება დილის 07:00-დან 19:00 საათამდე
  • მომხმარებლების სავაჭრო სივრცეში დაშვება უნდა მოხდეს ნაკადების მკაცრი მართვით, რისთვისაც:
  • მაღაზიის ფართის ყოველ 20მ2-ზე დაიშვება არაუმეტეს ერთი მომხმარებლისა
  • მაღაზიების როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეში უნდა მოხდეს მომხმარებელთა რიგების მართვა;
  • ფასდაკლებების აქციები გამოცხადდეს ძირითადად დილის საათებში ან/და ონლაინ გაყიდვების შემთხვევაში;
  • ტანსაცმლის მაღაზიებში არ იმუშავებს გასახდელები.
  • ამასთან, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, მაღაზიებმა უნდა დაუშვან პროდუქციის დაბრუნება ან გადაცვლა ერთი თვის განმავლობაში და ეს უნდა მოხდეს მხოლოდ 1 თებერვლის შემდეგ
  • სავაჭრო ცენტრებში იკრძალება კვების ობიექტების ფუნქციონირება, მათ შორის - გადატანის სერვისით
  • ყველა სივრცეში და მაღაზიის გარეთ რიგებში დაცული უნდა იყოს სოციალური დისტანცია და პირბადეების სწორად ტარების მოთხოვნები
  • აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება სავაჭრო ობიექტების ადმინისტრაციას
  • ნებისმიერი დარღვევის დადგენის შემთხვევაში ობიექტების მიმართ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება, როგორც დაჯარიმება, ასევე საქმიანობის შეჩერება.

საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვიტა, რომ არ გაიხსნას ბაზრობები.

დიდ ქალაქებში შეზღუდვები 28 ნოემბრიდან მოქმედებს. ამ დროიდან თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდსა და თელავში სავაჭრო ცენტრები მხოლოდ დისტანციურად მუშაობენ.

XS
SM
MD
LG