Accessibility links

site logo site logo

ცნობილია, რა შეზღუდვები იხსნება 24 დეკემბრიდან და რა - ემატება


საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შეზღუდვების ერთი ნაწილი, რომლის მოხსნაც 24 დეკემბრისთვის იყო დაანონსებული, არ მოიხსნება. ახალი წესები 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით იმოქმედებს.

შეზღუდვები, რომელიც იხსნება:

თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში სავაჭრო ობიექტები იმუშავებენ:

  • მაღაზიების სამუშაო საათები განისაზღვრება დილის 07:00დან 19:00 საათამდე;
  • მომხმარებელების სავაჭრო სივრცეში დაშვება უნდა მოხდეს ნაკადების მკაცრი მართვით, რისთვისაც:
  • მაღაზიის ფართის ყოველ 20მ2 დაიშვება არაუმეტეს ერთი მომხმარებელი
  • მაღაზიების როგორც შიდა, ასევე მაღაზიის გარე სივრცეში უნდა მოხდეს მომხმარებელთა რიგების მართვა
  • ტანსაცმლის მაღაზიებში არ იმუშავებენ გასახდელები
  • მაღაზიებმა უნდა დაუშვან პროდუქციის დაბრუნება ან გადაცვლა ერთი თვის განმავლობაში და ეს უნდა მოხდეს მხოლოდ 1 თებერვლის შემდეგ
  • სავაჭრო ცენტრებში იკრძალება კვების ობიექტების ფუნქციონირება, მათ შორის გადატანის სერვისით
  • ყველა სივრცეში და მაღაზიის გარეთ რიგებში დაცული უნდა იყოს სოციალური დისტანცია და პირბადეების სწორად ტარების მოთხოვნები
  • აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება სავაჭრო ობიექტების ადმინისტრაციას
  • ნებისმიერი დარღვევის დადგენის შემთხვევაში ობიექტების მიმართ გამოყენებული იქნება კანონით დადგენილი ყველა ღონისძიება, როგორც დაჯარიმება, ასევე საქმიანობის შეჩერება.

შეზღუდვა, რომელიც ემატება:

  • სასტუმროებს, რომლებსაც დამსვენებლები ჰყავდათ, ეკრძალებათ 21:00 საათის შემდეგ რესტორნის სივრცის ამუშავება. ამ დროიდან დაშვებული იქნება მხოლოდ ნომერში მომსახურების სერვისი.

შეზღუდვები, რომელიც არ იხსნება:

  • თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში კვლავ არ იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი;
  • ქვეყანაში გაჩერებული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა;
  • ბაზრობები არ გაიხსნება;
  • რესტორნები და კვების ობიექტები ქვეყნის მასშტაბით აგრძელებენ მუშაობას მხოლოდ გატანის სერვისზე.

მკაცრი შეზღუდვები საქართველოში 28 ნოემბრიდან მოქმედებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG