Accessibility links

site logo site logo

ელისო ბოლქვაძე: ბავშვი, რომელიც ეხება მოცარტისა და ბეთჰოვენის ჰანგებს, ის არ გახდება ცუდი ადამიანი


"ქართული ოცნების" დეპუტატი ელისო ბოლქვაძე მიიჩნევს, რომ მუსიკას ადამიანის ჩამოყალიბებაში პოზიტიური როლი აქვს და ამ მიზეზით ფიქრობს, რომ სკოლებში მუსიკალური განათლების მიღება უნდა იყოს შესაძლებელი. ის ამ საკითხით გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დაინტერესდა, სადაც განათლების მინისტრობის კანდიდატს, მიხეილ ჩხენკელს უსმენდნენ.

"თუ არის რაიმე ბერკეტი ან გათვალისწინებული, ან ნაფიქრი, ან თუ შეიძლება რომ ვიფიქროთ სკოლაში მუსიკალური განათლების შეტანის კუთხით. საქართველოში არის ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდობა, განსაკუთრებით, მუსიკის მიმართულებით. საფორტეპიანო დარგში რესურსები არის ძალიან ბევრი და დაინტერესება. ასევე, მევიოლინეებიც არიან და ა.შ... როგორ შეიძლება სკოლებში მუსიკალური განათლების გადახედვა და მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლება? თუ არის ჩანიშნული ეს საკითხი?.. ბავშვი, რომელიც ეხება მოცარტისა და ბეთჰოვენის ჰანგებს, ის არ შეიძლება იყოს ცუდი ადამიანი მომავალში", - თქვა ბოლქვაძემ.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა პროფესიით პიანისტი ელისო ბოლქვაძე პარლამენტიდან თავისი პროფესიის მნიშვნელობაზე საუბრობს.

"ვფიქრობ, რომ პარლამენტში შეიძლება, თუ არ არის ინსტრუმენტი, შეიძინონ და ამაზე ვიფიქროთ. მეც დავუკრავ. უკეთესია, როდესაც მოცარტი და ბეთჰოვენი გაჟღერდება პარლამენტის კედლებში, მე ვფიქრობ, რომ მას მეტი სულიერება ექნება და მეტი ჰარმონია შემოვა ისეთ საკანონმდებლო ორგანიზაციაში, როგორიც არის პარლამენტი", - თქვა საპარლამენტო საქმიანობის დაწყებიდან მალევე ბოლქვაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG