Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტიკარაძე: მსუბუქ კოვიდპაციენტზე დანახარჯი 1200 ლარია, მძიმეზე 3000-ზე მეტი


ეკატერინე ტიკარაძე
ეკატერინე ტიკარაძე

კოვიდ-19-ით ინფიცირებული მსუბუქი პაციენტის მკურნალობა სახელმწიფოს 1200, ხოლო მძიმე პაციენტის მკურნალობა 3000 ლარზე მეტი უჯდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. რაც შეეხება ბიუჯეტს, ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, კოვიდ-19-ის მართვის ბიუჯეტი შეადგენს 236 მილიონ 440 ათას ლარს და იგი ითვალისწინებს არა მხოლოდ მკურნალობის, არამედ ტესტირების, აღჭურვის, კარანტინის და სხვა მომსახურების ხარჯებს.

„ჯანდაცვის სამინისტრო არაერთხელ გახდა კრიტიკის ობიექტი, რადგან ერთდროულად არ მოახდინა ჰოსპიტალური საწოლების მობილიზება, ჩვენ კი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე არსებული პასუხისმგებლობის გარდა, ასევე გაგვაჩნია სხვა პასუხისმგებლობებიც, რომელიც ბიუჯეტის მიზნობრივ ხარჯვას ემსახურება. ამიტომ ჩვენ მოვახდინეთ საწოლების გეგმიური მობილიზება, რათა რაციონალურად დახარჯულიყო სახელმწიფო ბიუჯეტი და რეალურ საჭიროებასთან თანმიმდევრულები ვყოფილიყავით“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. პარლამენტში, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მან აღნიშნა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქისთვის კოვიდმკურნალობასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა სრულიად უფასოა.

საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში დღეს, 22 დეკემბერს გაგრძელდა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას მიერ ნდობის გამოსაცხადებლად წარდგენილი მთავრობის და მისი 2021-2024 წლების პროგრამის - „ევროპული საქართველოს მშენებლობისთვის“ განხილვა.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მოუსმინეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატებს, მიხეილ ჩხენკელს და ეკატერინე ტიკარაძეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG