Accessibility links

site logo site logo

აშშ-ის ყოფილმა საზღვაო ქვეითმა პოლ უილენმა BBC-ს მოუთხრო რუსეთის ციხეში თავისი მდგომარეობა


პოლ უილენი სასამართლოზე. 2020 წ. 15 ივნისი.

აშშ-ის ყოფილმა საზღვაო ქვეითმა, რომელიც რუსეთში ჯაშუშობისთვის არის გასამართლებული, BBC-ს უთხრა თავისი „ძალიან, ძალიან მძიმე მდგომარეობის“ შესახებ, როცა ის ემზადება, რუსეთის შრომა-გასწორების კოლონიაში გაატაროს შობა მკვლელებისა და ქურდების გარემოცვაში.

„დილით ვდგები და ვცდილობ, რაც შეიძლება დადებითად ვიყო განწყობილი,“ უთხრა პოლ უილენმა BBC-ს ნომერი 17 კოლონიიდან, რომელიც მორდოვეთში, მოსკოვიდან 350 კილომეტრზე მდებარეობს.

ეს 50 წლის უილენის პირველი დეტალური ინტერვიუა მას შემდეგ, რაც ის 2018 წლის დეკემბერში დააკავეს. მისი თქმით, ის დღეებს ატარებს პატიმართა ფორმების კერვაში ბანაკის „სახელოსნოში“. მას 16 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი ჯაშუშობის ბრალდებით, რასაც ის უარყოფს.

უილენის თქმით, ციხის გუშაგები მას ღამით ყოველ ორ საათში ერთხელ აღვიძებენ ფოტოს გადასაღებად. ბანაკის ნაწილი კარანტინში იმყოფება, ვინაიდან კორონავირუსის გავრცელების ეჭვი აქვთ.

„მოთმინებით ვიცდი. ვიცი, რომ მხოლოდ მე არ ვარ ამ დღეში. მაგრამ არც ძალიან დიდხანს მინდა აქ ყოფნა,“ თქვა უილენმა.

„მათ ტურისტი მოიტაცეს. მე შინ დაბრუნება მინდა, მინდა ვნახო ჩემი ოჯახი და ჩემი ცხოვრებით ვიცხოვრო.“

უილენი, რომელსაც ამავე დროს აქვს დიდი ბრიტანეთის, კანადისა და ირლანდიის მოქალაქეობაც, აშშ-ის ყოფილი საზღვაო ქვეითია, რომელიც აშშ-ის ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობდა. ის მოსკოვში დააპატიმრეს და ივნისში პატიმრობა მიუსაჯეს. პროკურორის მტკიცებით, მას აღმოუჩინეს „ფლეშ სტიკი“, რომელიც გასაიდუმლოებულ ინფორმაციას შეიცავდა.

უილენი აცხადებს, რომ რუსეთში ჩავიდა ქორწილზე დასასწრებად და რომ დააკავეს, როცა ნაცნობისგან აიღო „ფლეშ სტიკი“, რომელზეც, მისი აზრით, შვებულების ფოტოები უნდა ყოფილიყო.

აშშ უარყოფს უილენის ჯაშუშობას და მის საქმეს „აღმაშფოთებელს“ უწოდებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG