Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხედრო-სავალდებულო სამსახური მოქალაქეებმა შესაძლოა გაიარონ მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სამინისტროს მომზადებული აქვს კანონპროექტის სამუშაო ვერსია, რომელიც სამხედრო-სავალდებულო სამსახურის რეფორმას მოიცავს.

როგორც კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ღარიბაშვილმა თქვა, იდეა ისაა, რომ სამხედრო-სავალდებულო სამსახური მოქალაქეებმა გაიარონ მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში. მისი მონაცემებით, ეს დაახლოებით 7-8 ათასამდე სავალდებულო მოსამსახურეს გულისხმობს, რომლის მისაღებად დღეს თავდაცვის სამინისტროს სისტემა არ არის მზად. „რეალურად თუ დავიწყებთ პროცესს, 2-3 წელიწადში ჩვენ მზად ვიქნებით ამხელა ნაკადი გავატაროთ. ეს მოგვცემს იმას, რომ უკეთ დავაორგანიზოთ პროცესი და, რაც მთავარია, მეტი აქცენტი გადავიდეს საბრძოლო მომზადებაზე“, - თქვა მინისტრობის კანდიდატმა.

ირაკლი ღარიბაშვილი სამხედრო-სავალდებულო სამსახურის შესახებ გამოთქმულ კრიტიკასაც გამოეხმაურა. „ჩვენ ყველანი ვიზიარებთ კრიტიკას, რომ სამხედრო-სავალდებულო სამსახურში როდესაც მოდის ახალგაზრდა, ის გადის საწყის საბრძოლო მომზადების კურსს, მაგრამ ამის შემდეგ მისი დატვირთვა მაინცდამაინც არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. ოპონენტები აპელირებენ, რომ ახალგაზრდებს უწევთ საყარაულო ფუნქციის შესრულება, რაც ერთ-ერთი ფუნქციაა ჯარში...“ - ამბობს ღარიბაშვილი.

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ამბობს, რომ ასევე დამუშავებულია გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ყველა მუნიციპალიტეტში თავდაცვის სამინისტროს რეკრუტირების ცენტრების მშენებლობას. ის გააერთიანებს სამხედრო-სავალდებულო და რეზერვის სამსახურს.

პარლამენტში სამთავრობო პროგრამასა და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის შესახებ მსჯელობენ.

XS
SM
MD
LG