Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარია: გამოწვევების გათვალისწინებით, ოპოზიციის გარეშე მუშაობა საკმაოდ რთული იქნება


საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ არსებული გლობალური პანდემიის პირობებში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით ოპოზიციის გარეშე მუშაობა რთული იქნება. მან ფრაქცია "ქართულ ოცნებასთან" სიტყვით მიმართვის დროს თქვა, რომ პარლამენტში ჯერ კიდევ არ არის "ჯანსაღი ოპოზიცია".

"ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ოპოზიციის გარეშე მუშაობა საკმაოდ რთული იქნება, იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომლის წინაშეც დღეს დგას ქვეყანა - როგორც გლობალური პანდემიის, ისე ეკონომიკური კრიზისისა და იმ პოლიტიკური პროცესის თვალსაზრისით, რომელიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს... როდესაც ჩვენმა მოქალაქეებმა არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, დაახლოებით 2 მილიონმა ადამიანმა, ეს პასუხისმგებლობა და ვალდებულება დააკისრა თითოეულ ჩვენგანს, ამიტომ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მიუხედავად ყველა იმ გამოწვევისა და სირთულისა, რომელიც ჩვენს წინაშე იქნება მომავალი წლების განმავლობაში, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ეფექტიანობაზე", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს პარლამენტში ბოლო რამდენიმე დღეა მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. მათ უკვე მოუსმინეს კომიტეტებში. ამ პროცესში ოპოზიცია ჩართული არ არის. მათ მიაჩნიათ, რომ არჩევნები, რომლის შედეგებითაც "ქართულმა ოცნებამ" უმრავლესობით გაიმარჯვა, გაყალბებულია.

XS
SM
MD
LG