Accessibility links

logo-print logo-print

გერმანიის საავადმყოფო საბოლოო დასკვნაში ამბობს, რომ ნავალნი "ნოვიჩოკის" ტიპის ნივთიერებით მოწამლეს


ალექსეი ნავალნი

გერმანიის საავადმყოფომ, სადაც ალექსეი ნავალნი გადიოდა მკურნალობის კურსს, რუსი დისიდენტის მწვავე დაავადების შესახებ გამოაქვეყნა საბოლოო დასკვნა, რომელშიც წერია, რომ ის "ნოვიჩოკის" ტიპის ნერვული ნივთიერებით იყო მოწამლული.

ნავალნი მძიმედ ავად გახდა რუსეთის შიდა ავიარეისზე, 20 აგვისტოს და პირველ ეტაპზე მას ორი დღის განმავლობაში ციმბირის ქალაქ ომსკის საავადმყოფოში მკურნალობდნენ, შემდეგ გერმანიაში გაამგზავრეს.

სამედიცინო ჟურნალ "ლანცეტში" 23 დეკემბერს გამოქვეყნებულ წერილში ბერლინის შარიტეს კლინიკის ექიმები დეტალურად აღწერენ სიმპტომებს, რომლებიც ნავალნის მათ კლინიკაში მოხვედრისას აღენიშნებოდა. "გერმანიის შეიარაღებული ძალების ლაბორატორიამ, რომელის ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ეგიდით მუშაობდა, შარიტეში პაციენტის მოხვედრისთანავე აღებული სისხლის სინჯში დაადგინეს ორგანული ფოსფორის ნერვული აგენტი "ნოვიჩოკის" ჯგუფიდან" - ვკითხულობთ დასკვნაში.

44 წლის ნავალნი ძლივს გადაურჩა მოწამვლით სიკვდილს. გერმანიის ექიმების ჯგუფი წერს, რომ მის გამოჯანმრთელებას სავარაუდოდ ხელი შეუწყო მოწამვლამდე მისი ჯანმრთელობის კარგმა მდგომარეობამ.

დასავლეთის ქვეყნების რამდენიმე ლაბორატორიამ დაადგინა, რომ ნავალნი მოწამლული იყო საბჭოთა პერიოდის ნერვული აგენტით, "ნოვიჩოკით" - რომლის ორგანიზმში შეყვანა მხოლოდ რუსეთის წარმომადგენლებს ხელეწიფებათ.

მოსკოვი უარყოფს მოწამვლაში მონაწილეობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG