Accessibility links

logo-print logo-print

გიორგი გახარიას თქმით, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გამოყოფა გადაწყვეტილია


საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ დაადასტურა რამდენიმე დღის წინ "ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ გავრცელებული ინფორმაცია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან ცალკე უწყების ჩამოყალიბებაზე. ამის შესახებ მან მთავრობის კაბინეტის დამტკიცების დროს დეპუტატებზე კითხვებზე პასუხის გაცემის დროს განაცხადა.

მისი თქმით, კულტურისა და სპორტის სამინისტროების გამოყოფა დაკავშირებულია პროცედურულ საკითხებთან - შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის მომზადებასთან.

"ვფიქრობ, ეს თებერვალს არ გასცდება", - თქვა გახარიამ.

კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროს 2018 წლის ივნისში მაშინდელი პრემიერის, მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით შეუერთდა. უფრო ადრე კულტურისა და სპორტის სამინისტროები დამოუკიდებელი უწყებები იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG