Accessibility links

logo-print logo-print

გახარია: თეა წულუკიანი საქართველოს მთავრობასა და კაბინეტში ნამდვილად დაგვაკლდა


გიროგი გახარია

იუსტიციის ყოფილი მინისტრის თეა წულუკიანის საქმიანობა დადებითად შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

„როგორც პრემიერ-მინისტრი გეუბნებით, რომ თეა წულუკიანი საქართველოს მთავრობასა და კაბინეტში ნამდვილად დაგვაკლდა, რა ფორმით დაბრუნდება ვნახოთ", - თქვა პარლამენტში მყოფმა გიორგი გახარიამ.

საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა მთავრობის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას. მინისტრტა კაბინეტში იუსტიციის მინისტრის თანამდებობას იკავებს მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე.

თეა წულუკიანმა პარლამენტში არჩევის შემდეგ დაიკავა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG