Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი „გირჩი“ დაფუძნდა


ახალი პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლება“ დაფუძნებულია.

პარტიის თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე იქნება. მისი თქმით, განსხვავებული იქნება ახალი „გირჩის“ საარჩევნო კამპანია და ზოგადად, ბრძოლის გზები.

ზურაბ ჯაფარიძის სურვილია, რომ ეს „გირჩი“ იყოს უფრო ღია და გახსნილი პლატფორმა ახალგაზრდა ადამიანებისათვის.

რეგისტრაცია ახალი "გირჩის" ყრილობაზე
რეგისტრაცია ახალი "გირჩის" ყრილობაზე

არ იცვლება პარტიის ლოგო, არც მისი იდეოლოგია და პარტიის დასახელებაში შენარჩუნებულია სახელი გირჩიც. შეიცვლება მხოლოდ პარტიის საარჩევნო ნომერი.

იაგო ხვიჩიასა და ვახო მეგრელიშვილის პარტიის სახელად კი დარჩება „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“.

თანაპარტიელებს ზურაბ ჯაფარიძე რამდენიმე კვირის წინ გაემიჯნა, როცა ფეისბუკზე დაწერა: „ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. აღარ ვაპირებ მათთან ერთად „გირჩის“ კეთებას“.

ახალი "გირჩის" დამფუძნებელი ყრილობა ამ წუთებში მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG