Accessibility links

logo-print logo-print

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ნიკა მელიას პარტიის თავმჯდომარედ წარადგენს


"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 27 დეკემბრის ყრილობაზე ნიკა მელიას პარტიის თავმჯდომარედ ოფიციალურად წარადგენს.

ყრილობა 18:00 საათზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში გაიმართება.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე ელექტრონული კენჭისყრის წინასწარი შედეგებით, ნიკა მელიამ გაიმარჯვა.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ელექტრონულ კენჭისყრაში მონაწილეობა 20 779-მა პირმა მიიღო. ნიკა მელიამ ხმების 64.9 პროცენტი (13 491 ხმა) დააგროვა, ხოლო ლევან ვარშალომიძემ - 35.1 პროცენტი (7 288 ხმა).

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობას 2017 წლიდან გრიგოლ ვაშაძე იკავებდა, თუმცა მან 15 დეკემბერს პარტია დატოვა. გრიგოლ ვაშაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ ის არ ეთანხმება პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG