Accessibility links

logo-print logo-print

მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს


საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ნიკა მელიას "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს.

მისალოც ტექსტს კი სოციალურ ქსელში აქვეყნებს:

"ვულოცავ უმაგრეს ლიდერს ნიკა მელიას - "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ პირველ ელექტრონულ კენჭისყრაში არჩევას. უახლოეს პერიოდში, როგორც კი შეიცვლება ივანიშვილის უზურპატორი დიქტატურა, ჩვენ მოვახდენთ ინიცირებას, ყველა გადაწყვეტილების ფართო დემოკრატიული ბაზით - ელექტრონულად კენჭისყრით მიღების და ეს იყო ამის პირველი მშვენიერი გამოცდილება.

ასევე მინდა ვთქვა, რომ ლევან ვარშალომიძე, რომელიც არის ჩემი უძველესი მეგობარი და თანამებრძოლი, რჩება ერთ-ერთ მთავარ ლიდერად წინააღმდეგობის მოძრაობის, ისევე როგორც დარწმუნებული ვარ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა - საქართველოს შემდგომ ხელისუფლებაში. დიდი მადლობა ლევანს, ამ არჩევნების ღირსეულად ჩატარებისთვის და მტკიცე ერთიანობის გამოვლენისთვის“.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 27 დეკემბრის ყრილობაზე ნიკა მელიას პარტიის თავმჯდომარედ ოფიციალურად წარადგენს.

ყრილობა 18:00 საათზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში გაიმართება.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე ელექტრონული კენჭისყრის წინასწარი შედეგებით, ნიკა მელიამ გაიმარჯვა.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ელექტრონულ კენჭისყრაში მონაწილეობა 20 779-მა პირმა მიიღო. ნიკა მელიამ ხმების 64.9 პროცენტი (13 491 ხმა) დააგროვა, ხოლო ლევან ვარშალომიძემ - 35.1 პროცენტი (7 288 ხმა).

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობას 2017 წლიდან გრიგოლ ვაშაძე იკავებდა, თუმცა მან 15 დეკემბერს პარტია დატოვა. გრიგოლ ვაშაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ ის არ ეთანხმება პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG