Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ იმერეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა


შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1990 წელს დაბადებული ბ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 26 დეკემბერს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ კორმაღალაში, მეზობლურ დავასთან დაკავშირებით, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში მყოფ მეზობელს - 1967 წელს დაბადებულ კ.ნ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბ.გ., მომხდარიდან რამდენიმე საათში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG