Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციის მაღალჩინოსანს


თელავის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მარინე ცერცვაძემ მიიღო, რითაც პროკურატურის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა.

მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი არჩილ ბერიანიძე 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა ის ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს გაასაჩივრებს თუ არა პოლიციელ ვანო ზანდარაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას.

სამართალდამცველის წინააღმდეგ გამოძიება განზრახ მკვლელობისა და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლებით მიმდინარეობს.

პოლიციის მაღალჩინოსანს პროკურატურა თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის, 38 წლის ზურაბ საჩიშვილის მკვლელობას და მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის, ლევან ბერძენაშვილის დაჭრას ედავება.

შემთხვევა 25 დეკემბრის ღამეს, კომენდანტის საათის დროს სოფელ იყალთოში მოხდა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2021 წლის 18 თებერვალს ჩაინიშნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG