Accessibility links

logo-print logo-print

შვიდი პაკისტანელი ჯარისკაცი დაიღუპა ბელუჯისტანში ექსტრემისტების თავდასხმის შედეგად


პაკისტანელი მესაზღვეების საგუშაგო ავღანეთის საზღვართან

პაკისტანის სასაზღვრო სამსახურის 7 თანამშრომელი დაიღუპა ბელუჯისტანის პროვინციაში ექსტრემისტების მიერ მოწყობილი თავდასხმის შედეგად. უწყების განცხადების თანახმად, თავდასხმა 26 დეკემბერს მოხდა შარიგის სასაზღვრო პუნქტზე.

თავდასხმის შემდეგ პაკისტანის არმიამ დაიწყო ექსტრმენისტები დევნის ოპერაცია.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელი ექსტრემისტული დაჯგუფება იდგა თავდასხმის უკან.


ბელუჯისტანის პროვინცია, რომელიც ავღანეთსა და ირანს ესაზღვრება, ცნობილია რელიგიური სიძულვილის საფუძველზე მომხდარი დაპირისპირებებით, ექსტრემისტების აქტივობითა და სეპარატისტული ამბოხებით, რასაც 2004 წლიდან ათასობით ადამიანი ეწირება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG