Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ რუსეთში აკრძალა ჩეჩნეთის ომის ოთხი საარქივო მასალის გავრცელება


ნალჩიკის სასამართლომ აკრძალა რუსეთში სააგენტო „ასოშეიტედ პრესის“ მიერ ჩეჩნეთის ომის დროს გადაღებული ოთხი საარქივო ვიდეომასალის გავრცელება. პროკურატურამ ჟურნალისტური მასალები „სისასტიკის პროპაგანდად“ მიიჩნია.

აკრძალულ მასალათა სიაში მოხვდა 1995 წელს გადაღებული ვიდეო რომელზეც აღბეჭდილი არიან ტყვედ ჩავარდნილი რუსი სამხედროები.


ვიდეომასალაში ტყვედ ჩავარდნილი რუსეთის სამხედრო დაზვერვის მაიორი იგორ მოროზოვი ყვება, რომ ჩეჩენ სეპარატისტთა დამოკიდებულება ტყვეთ მიმართ არის „უბრალოდ გასაოცარი.

იუტუბში ვიდეომასალამ 2 მილონზე მეტი ნახვა მოაგროვა.

მეორე, რუსეთის ტერიტორიაზე, აკრძალულ ვიდეოზე აღბეჭდილია ბრძოლები არღუნში, გროზნოსა და შალიში 1995 წელს, რუსეთის ფედერალური არმიის გროზნოზე შეტევის დროს. კიდევ ერთ ვიდეომასალაში ჩანს რუსეთის არმიის შესვლა გროზნოს რაიონში.

მეოთხე ვიდეოზე კამერის წინ ჩნდება საველე მეთაური ხიზირ ხაჩუკაევი, მოგვიანებით ამნისტირებული რუსეთის ხელისუფლების მიერ. ეს ვიდეო, რომელსაც მილიონამდე ნახვა აქვს, მიუწვდომელია რუსეთის ტერიტორიიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG