Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში შობა-ახალი წლის შემდეგ ახალ ეპიდაფეთქებას ელოდებიან


ენტონი ფაუჩი იკეთებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას
ენტონი ფაუჩი იკეთებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას

აშშ-ის ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი იზიარებს ახალარჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შეშფოთებას იმის შესახებ, რომ უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში ეპიდსიტუაცია შესაძლოა, კიდევ უფრო დამძიმდეს.

„ჩვენ მართლაც ძალიან კრიტიკულ წერტილში ვართ“, - უთხრა CNN-ს ენტონი ფაუჩიმ. მისი განმარტებით, შეშფოთების საფუძველია შობის და ახალი წლის დღესასწაულების შემდგომ პერიოდში მოსალოდნელი ახალი ეპიდაფეთქება, რადგან ჯანდაცვის ექსპერტების მოწოდებების მიუხედავად, ადამიანებს უჭირთ სადღესასწაულო დღეებში ერთმანეთთან კონტაქტისგან თავის შეკავება.

ენტონი ფაუჩის შეფასებით, ე.წ. კოლექტიური იმუნიტეტის გამომუშავებისთვის აუცილებელია, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთოს ამერიკელების 75-85%-მა. ამჟამად აშშ-ში ვაქცინაცია მიმდინარეობის კომპანიების, Pfizer-BioNTech-ის და Moderna-ს მიერ შექმნილი ვაქცინებით. უკვე აცრილია დაახლოებით, 1.9 მილიონი ადამიანი. ვაქცინა გაიკეთა ენტონი ფაუჩიმაც.

ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით უკვე დაინფიცირდა 19 მილიონზე მეტი ადამიანი. COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 333 ათასს აჭარბებს.

XS
SM
MD
LG