Accessibility links

logo-print logo-print

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს კორონავირუსი აქვს


ასლან ბჟანია

კორონავირუსი დაუდასტურდა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას. მისი პრესსამსახურის ინფორმაციით, ბჟანიას დაავადების მსუბუქი ფორმა აქვს, სოხუმის რეზიდენციაში, თვითიზოლაციაში იმყოფება და მოვალეობას დისტანციურად ასრულებს.

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას აპრილიდან აღრიცხული აქვს კორონავირუსის 8400-ზე მეტი შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 108 ადამიანი.

დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში დაახლოებით 240 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

ეპიდემიის გამო, აფხაზეთში დაკეტილია სავაჭრო ობიექტები, სურსათის მაღაზიების და აფთიაქების გარდა, არ მუშაობენ სპორტული და გასართობი დაწესებულებები და შეწყვეტილია სასწავლო პროცესი. აკრძალულია ხალხმრავალი შეკრებები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG