Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევაა


გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 41 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 2418-მდე გაიზარდა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში ჩატარებული 4769 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 538 შემთხვევა. უქმე დღეებში ტესტირების მაჩვენებელი მცირდება და შესაბამისად, ნაკლებია აღრიცხული შემთხვევების რაოდენობაც.

თუმცა, ბოლო ხანს, სამუშაო დღეებში ჩატარებული დაახლოებით 13-14 ათასი ტესტირების შედეგიც აჩვენებს, რომ საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა შედარებით შემცირებულია.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 222 143 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 2766-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 206 313.

24 საათში ერთხელ აღრიცხული ახალი შემთხვევების და გარდაცვალების ოფიციალური სტატისტიკა დეკემბერში:

1 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 3759. გარდაცვლილი 36;

2 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4033. გარდაცვლილი 39;

3 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4260, გარდაცვლილი 45;

4 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 5068. გარდაცვლილი 38;

5 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 5450. გარდაცვლილი 37;

6 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4321. გარდაცვლილი 42;

7 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 2501. გარდაცვლილი 36;

8 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4673. გარდაცვლილი 36;

9 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4734. გარდაცვლილი 38;

10 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4570. გარდაცვლილი 43;

11 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4146. გარდაცვლილი 37;

12 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 3907. გარდაცვლილი 50;

13 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 2720. გარდაცვლილი 46;

14 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 1337. გარდაცვლილი 49;

15 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 3837. გარდაცვლილი 44;

16 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 3487. გარდაცვლილი 39;

17 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 2981. გარდაცვლილი 31;

18 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 2635. გარდაცვლილი 49;

19 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 2904. არდაცვლილი 53;

20 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 1731. გარდაცვლილი 39;

21 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 824. გარდაცვლილი 46;

22 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 3064. გარდაცვლილი 42;

23 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 2345. გარდაცვლილი 51;

24 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 1972. გარდაცვლილი 43;

25 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 1881. გარდაცვლილი 37;

26 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 1784. გარდაცვლილი 39;

27 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 1097. გარდაცვლილი 25;

28 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 538. გარდაცვლილი 41.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG