Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამყრელიძე: თუ ასეთი შეზღუდვები არ გაგრძელდა, იანვარში დღეში 5 ათასამდე პირი დაინფიცირდება


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, თუ ქვეყანაში შეზღუდვები მოიხსნება, იანვრის ბოლოს დღიურად კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ 5 ათასამდე გაიზრდება. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"თუ ჩვენ ამ ტიპის შეზღუდვებს, რაც დღეს მოქმედებს, გავაგრძელებთ თვის ბოლომდე, იანვრის ბოლოსთვის გვექნება 1 571 ახალი შემთხვევა. ეს შემთხვევების რაოდენობა იქნება ის, რასაც იჭერს სისტემა და რასაც ვერ იჭერს. რასაც იჭერს, ეს იქნება, დაახლოებით, 800-900, რასაც ვერ დაიჭერს, ეს იქნება 600-700", - თქვა მან.

მანვე აღნიშნა, რომ დღეს ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი 70 პროცენტამდეა გაზრდილი. მისი პროგნოზით, თუ ეს მაჩვენებელი 95%-ს გაუტოლდება, იანვრის ბოლოს დღიურად 728 ახალი შემთხვევა იქნება. მათგან 500-ს აღმოაჩენენ, ხოლო დანარჩენი ნაწილი ტესტირების მიღმა დარჩება.

მკაცრი შეზღუდვების დაწესების შემდეგ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა იკლო. ბოლო დღე-ღამეში ვირუსი 583 პირს დაუდატურდა.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 222 143 შემთხვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG