Accessibility links

site logo site logo

სუს: 26-27 დეკემბერს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განხორციელდა


რუსეთის საოკუპაციო ძალების ბლოკპოსტი სოფელ ფახულანის მახლობლად. (ფოტოარქივი, 23 ოქტომბერი, 2013 წ.)

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გუშინ და გუშინწინ, 26 და 27 დეკემბერს, საოკუპაციო ძალებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფახულანის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების ე.წ. საგუშაგოსთან ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი მიმდინარეობდა.

"საოკუპაციო რეჟიმმა გაავლო ახალი მავთულხლართები, ასევე მათ მიერ დამონტაჟდა ახალი კონსტრუქციები. საოკუპაციო ძალების აღნიშნული ქმედება წარმოადგენს მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯს, რაც კიდევ უფრო მეტ პრობლემებს უქმნის მოსახლეობას თავისუფალი გადაადგილების კუთხით და აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. საკითხთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და საერთაშორისო პარტნიორები", - ვკითხულობთ სუს-ის განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG