Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქსტატის მიხედვით, საქართველოში უმუშევრობის დონე არა 11.6%, არამედ 17.6% იყო


ფოტოილუსტრაცია. თბილისის ერთ-ერთი ბაზრობა, 17 დეკემბერი, 2015 წ.
ფოტოილუსტრაცია. თბილისის ერთ-ერთი ბაზრობა, 17 დეკემბერი, 2015 წ.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა 2020 წლის სტატისტიკა. მათ ახალ მონაცემებთან ერთად წარმოადგინეს წინა წლებში გამოქვეყნებული უმუშევრობის დონის შეცვლილი მაჩვენებელი, რომელიც კიდევ ერთხელ დათვალეს და განსხვავებული რიცხვები მიიღეს.

საქსტატის მონაცემებით, 2019 წელს უმუშევრობის დონე იყო 11.6% იყო, ახალი მეთოდოლოგიით კი ეს მაჩვენებელი 17.6% პროცენტს შეადგენს. უმუშევრობის დონის გაზრდილი მაჩვენებლის მიზეზი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის შეცვლილი მეთოდოლოგიაა, რომელიც უმუშევრების რაოდენობის უკეთ დათვლის საშუალებას იძლევა.

ახალი სტანდარტით, თვითდასაქმებულად აღარ ითვლებიან საკუთარ ოჯახურ მეურნეობაში მომუშავე პირები, რომლებიც წარმოებული პროდუქტის 50%-ზე მეტს პირადი მოხმარებისთვის იყენებენ.

ასეთი ადამიანები გადაკვალიფიცირდნენ ან უმუშევართა კატეგორიაში, ან მოსახლეობაში სამუშაო ძალის გარეთ, იმის მიხედვით, ეძებდნენ თუ არა სამუშაოს და მზად იყვნენ თუ არა მის დასაწყებად.

"უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2020 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 1.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 1.4 პროცენტული პუნქტით".

უმუშევრობის დონემ 2020 წლის მესამე კვარტალში ქალების შემთხვევაში 14,5 %, ხოლო კაცების შემთხვევაში 18,9% შეადგინა.

2020 წლის III კვარტალში დასაქმების დონე როგორც ქალებში, ასევე კაცებში შემცირებულია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შესაბამისად, 1.7 და 0.7 პროცენტული პუნქტით.

XS
SM
MD
LG