Accessibility links

logo-print logo-print

ტრამპმა ყოყმანის შემდეგ ხელი მოაწერა კოვიდ-19-ის გამო ეკონომიკის სტიმულირების პაკეტს


აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გოლფის სათამაშო მოედანზე, 2020 წლის 27 დეკემბერი.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენიმედღიანი შეყოვნების შემდეგ ხელი მოწერა კანონპროექტს, რომელიც კოვიდ-19-ის გამო დაზარალებულთა დახმარებას და სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის საჭირო სახსრების გამოყოფას გულისხმობს.

ტრამპმა კანონპროექტს ხელი მოაწერა გვიან 27 დეკემბერს მას მერე, რაც თავს იკავებდა და კანონმდებლებმა შეშფოთება გამოთქვეს, რომ 11 მილიონამდე ადამიანი უსახსროდ დარჩებოდა, რადგან არ მიიღებდა დამატებით დახმარებას და ოჯახის გამოკვებას ვერ შეძლებდა.

ტრამპის თავდაპირველმა, 22 დეკემბრის, უარმა, რომ არ მოაწერდა ხელს კანონპროექტს, შოკი გამოიწვია კონგრესში. წარმომადგენელთა პალატამ და სენატმა უმრავლესობით მიიღეს კანონპროექტი და თეთრი სახლისგან მიიღეს დასტური, რომ პრეზიდენტი მას ხელს მოაწერდა. გარდა უმუშევრობის სისტემატური შემწეობისა, ისინი, ვინც სამუშაო დაკარგეს და შემოსავლის გარკვეულ ზღვარზე არიან, ერთჯერად დახმარებასაც მიიღებენ 600 დოლარის ოდენობით. ტრამპს არ სურდა კანონპროექტზე ხელმოწერა, რადგან თვლიდა, რომ ეს თანხად ერთობ დაბალია. პრეზიდენტმა თავიდან კითხვის ქვეშ დააყენა ასევე იმ ხარჯების ოდენობა, რომელიც, კანონპროექტს დართული სახელმწიფო დაფინანსების დოკუმენტის მიხედვით, უდრის 1,4 მილიარდ დოლარს და გათვალისწინებულია ფედერალური მთავრობის ფუნქციონირებისთვის სექტემბრის ბოლომდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG