Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დენზე ტარიფის მნიშვნელოვნად გაზრდა გარდაუვალია - "ენერგო პრო ჯორჯია"


რეგიონების ელექტროგამანაწილებელი კომპანია "ენერგო პრო ჯორჯია" აცხადებს, რომ დენზე სამომხმარებლო ტარიფი ვერ ანაზღაურებს კომპანიის გაზრდილ ხარჯებს და ფასის გაზრდა გარდაუვალია.

"ყველა ვაცნობიერებთ საკითხის სენსიტიურობას და სოციალურ ფაქტორს, უფრო მეტიც, მნიშვნელოვნად გაზრდილი ტარიფი, ჩვენთვის პრობლემატურ დავალიანებების თუ სხვადასხვა რისკების ზრდას გამოიწვევს. თუმცა, მეორეს მხრივ, თუ სრულად არ დაფინანსდა შესყიდული ელექტროენერგიის ხარჯი და აუცილებელი საინვესტიციო პროექტები, კომპანია, უბრალოდ, ვერ განაგრძობს ოპერირებას, რისკის ქვეშ დადგება ელექტრომომარაგების საკითხი, ამით კი პირველ რიგში აბონენტის ინტერესები დაზიანდება", - აცხადებს კომპანიის გენერალური დირექტორი, მიხეილ ბოცვაძე.

ის აღნიშნავს, რომ ახლა გადაწყვეტილება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიამ უნდა მიიღოს. კომპანია იმედოვნებს, რომ მარეგულირებელი კომისია "ადეკვატურ გადაწყვეტილებას" მიიღებს.

"ჩვენ სრულ პასუხისმგებლობას მათ ვაკისრებთ, ბოლო კვირებია გვაქვს მწვავე განხილვები თითოეულ პარამეტრზე, რაც იწვევს ტარიფის კორექტირებას, არსებობს არაერთი შეუთანხმებელი საკითხი... სხვა გზა უბრალოდ აღარ არსებობს, ყველა რესურსი ამოწურულია!" - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა.

ტარიფის გაზრდის განსახილველი სხდომა მარეგულირებელ კომისიაში ხვალ არის ჩანიშნული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG