Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლმა უარი თქვა ტრადიციულ შეხვედრაზე ბიზნესმენებთან


რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი არ მიიღებს მონაწილეობას 2020 წლის ტრადიციულ შეხვედრაში ბიზნესმენებთან. ამის თაობაზე კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა. გადაწყვეტილების მიზეზს არ ასახელებენ.

ტრადიციულად, პუტინი ბიზნესმენებს ხვდება ხოლმე ახალი წლის წინა დღეებში.

2019 წელს ასეთ შეხვედრას ესწრებოდნენ მილიარდერები მიხაილ გუცერიევი, მიხაილ პროხოროვი, მიხაილ ფრიდმანი, გენადი ტიმჩენკო, ვლადიმირ პოტანინი და „როსნეფტის“ მმართველი, იგორ სეჩინი. ჩვეულებრივ, ბიზნესმენებთან ერთად პუტინი განიხილავს ხოლმე ეკონომიკურ სიტუაციას, მაგრამ ბოლო წელს, როგორც Forbes-ის წყარო ამბობს, მან ყველა გააოცა მეორე მსოფლიო ომის დაწყების გარშემო ისტორიული მასალების ცოდნით და, მათ შორის, პოლონეთის პოზიციის გარშემო.

დეკემბრის დასაწყისში რუსეთის მრეწველთა და მეწარმეთა კავშირის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ შოხინმა განაცხადა, რომ შეხვედრა დაახლოებით 25 დეკემბერს გაიმართებოდა. პუტინმა გააუქმა ასევე თავისი ყოველწლიური სატელევიზიო კითხვა-პასუხის პირდაპირი ხაზი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG